დღეს ღამე უთენებია
ვის მოგიწიათ ბოლოს ორი ღამის ზედიზედ გათენება?
თანაც, ქეიფში და დროსტარებაში კი არა, არამედ კომპთან?
ეს რა საშინელება ყოფილა...
მოვყვები თავიდან.
მე, როგორც ჩემი ერის თვალსაჩინო წარმომადგენელი (რა თავმდაბლობაა, არა?), ისეთივე ზარმაცი ვარ, როგორც ქართველების 75%. :)
ანუ იმის მაგივრად, რომ 25 გვერდიანი პროექტი, რომლის მოსამზადებლად 10 სამუშაო დღე მქონდა, დროულად გამეკეთებინა, ვამჯობინე ”სვეტსკი” ცხოვრება, ”გულაობა” და სხვა და სხვა...
და ბოლოს რა მოხდა?
სწორია!
მომიწია ორ დღე-ღამეში ამ ყველაფრის გაკეთება. უფრო სწორად, ღამე, დღე და ღამე = 36 საათი.
მართლა არ ავმდგარვარ. თავი არ ამიწევია.
მობილური გამოვრთე და შევუბერე...
ეს დეტალებია. უმნიშვნელო.
მთავარი იცით რა არის?
მთავარი ისაა, რომ მივაგენი უამრავ ხერხს, თუ როგორ არ უნდა დაიძინო*.*
პირველი ხერხი
ლეონარდო და ვინჩის მოგონილია - ყოველ 4 საათში ერთხელ, 15 წუთით დაძინება. ტანსაცმლით და სიგარეტით ხელში, მობილურის მაღვიძარა (ეს ჩემი პლაგინებია უკვე :))მეორე ხერხი
ეროვნული, თბილისურ-სალონური - ერთი ვერდო (სათლი უფრო სწორია, ვიცი...) ყავა, სასურველია ნესკაფე გოლდი (კლასიკი რაღაც ვერ ქაჩავს).მესამე ხერხი
ესკიმოსების ეროვნული სპორტი - ცივი წყალი! სახეზე, კისერზე, ტანზე... ეს ხერხიც ”დავააფგრეიდე” და სველი ბენდენები შემოვიხვიე კისერზე და მაჯებზე. ოღონდ მერე ახალი კლავიატურა ვიყიდე ;)მეოთხე ხერხი
ირლანდიურ-შოტლანდიური (საქვეყნოდ ცნობილია, როგორც ლოთური) - ვისკი.მეხუთე ხერხი
ინდიელების ”მშვიდობის ჩიბუხი” - ჩემი მოდიფიკაციით, ეს ჩიბუხი Viceroy-ს ბლოკად გადაიქცა.
ხარჯების საბოლოო შეჯამება:
ელ. ენერგია - არ ვიცი, გილაური მეტყვის თვის ბოლოს ;)
ინტერნეტის ხარჯი - თვეში 70 ლარი, Georgia Online DSL
ყავა - მინიმუმ 25 ჭიქა
სიგარეტი - ზუსტად 4 კოლოფი
მაგრამ, იმდენი ენერგია დავხარჯე...
მეორედ აღარ ვიზამ, დედას ვფიცავარ, არანაირი გადაკეთების გარეშე...
(ჰა, გაგახსენდათ ბავშვობა ამ გამონათქვამზე?)

