Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Der Untergang

Published
1 min readView as Markdown

რუსულ და ალბათ ქართულ თარგმანშიც ამ ფილმს ”ბუნკერი” ქვია.
იმიტომ, რომ ჰიტლერისა და ფაშისტური (როგორც თვითონ გერმანელები ეძახიან, ნაცისტური) გერმანიის ბოლო დღეებზეა. და მოქმედებაც ძირითადად ბუნკერში ხდება.

და ალბათ იმიტომაც, რომ სიტყვა ”Der Untergang” ისე სრულყოფილად არ ითარგმნება, რომ მთლიანად გადმოსცეს შინაარსი. ალბათ უფრო დაცემას ნიშნავს. დაღუპვასაც. დაახლოებით ამ დიაპაზონშია.

ამ წუთას მოვრჩი ყურებას. არ ვიცი, რა ვთქვა. საერთოდ არ ვიცი, რატომ დავჯექი დასაწერად. უბრალოდ მინდა ყველას გირჩიოთ - უყურეთ. და დიალოგებს უსმინეთ. და ინერვიულებთ მაგრად.

მეორე მსოფლიო ომის თემა ამოუწურავია, როგორც ჩანს. ზუსტად 70 წელიწადია გასული და ალბათ უთვალავი ნაშრომი შეიქმნა ამ თემაზე - მეცნიერული თუ კულტურული. შემზარავი და ამავე დროს, მიმზიდველი თემაა.

შემზარავი იცით როდისაა?
როცა ერთ-ერთი გერმანელი გენერალი ცოლთან და ორ თუ სამ შვილთან ერთად სავახშმოდ ჯდება, ჯიბიდან ჩუმად იღებს ორ ხელყუმბარას და გაღიმებული უყურებს ოჯახის წევრებს, რომლებიც ვერ ხედავენ მის ხელებს მაგიდის ქვეშ...

არ ვიცი მეტი რა ვთქვა. ვისაც Action ფილმები გიყვართ, არ უყუროთ. ეს ფსიქოლოგიური ფილმია, მოქმედება არ ვითარდება დინამიურად. ბევრი რამ არ არის ახსნილი, ქვეტექსტების დონეზეა. თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ. იქნებ გადაიკითხოთ ისტორია, ვისაც დააინტერესებს.

1 views

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬