Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Dear me...

Updated
1 min read

წიპა წერილი ჩემს ეეე, რა ქვია, ჩემს ”მეს”, ოღონდ უმცროსს.

ნუ კაროჩე რაცაა.

ანუ მე, დვორსკი (დანარჩენ კლიჩკებს არ დავასახელებ), ეხლა, 29 წლის რო ვარ, წიპა მე რო 19 წლის ვიყავი, იმ ლაწირაკს მივწერო წერილი.

წიპა, ბლა-ბლა-ბლა, კარგადაა ყველაფერი, ასე მოხდა ისა, ესე კიდე - ესა...

კაი იდეაა და ვაბშემც კარგად შეიძლება ამის ჩამოყალიბება, ორი პააატარა დეტალი რომ არ იყოს.

ჯერ ერთი, მე რას მივწერ ჩემ თავს, თანაც, მაშინდელს, არავისი საქმე არაა. ასე რომ, ამ წერილს თქვენ ვერ წაიკითხავთ - სტროგად ჩვენს შორის (ახლანდელ ”მესა” და მაშინდელ ”მეს”) შორის დარჩება ყველაფერი.

ყველაფერი - შეცდომები, წარმატებები, ფრაზები უთქმელი და აზრები გამოთქმული... ყლეობები და სირობები, გმირობები და თავზეხელაღებულობები... თქვენი საქმე არაა ეგ. ვოტ.

და მეორე - რა უნდა მივწერო? რამდენი? რატო? მე ხომ ისევ ის ვარ? პროსტა, წონა მაქვს მეტი, და თმაც - ნაკლები... თორემ სინამდვილეში ისა ვარ, ისევ ის...

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬