დავიწყებული
\>ნეტა როდისმე თუ ვისწავლი
საკუთარ შეცდომებზე?
ნეტა როდისმე თუ
მეცოდინება, რა მინდა?
ნეტა როდისმე თუ მექნება ის,
რაც მინდა?
გუშინ გელათში
აღმაშენებელს გულზე ფეხი
დავადგი...
მტკივნეული იყო.
დღეს ბევრი რამ მოხდა, და
ხვალ ალბათ არაფერი
მოხდება.
მიყვარს მანქანით
მგზავრობა, ტრასაზე,
სიბნელეში, წვიმდეს თუ
გინდა, ან თოვდეს. მთავარია
რამე ხდებოდეს.
მუსიკა, ჩაძინებული
მგზავრები, 140 და ...
-
Sent from my iPhone

