Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

დაკარგული და აღდგენილი პოსტი

Updated
1 min read

ამას წინათ, სახლში, ტელევიზორთან მოკალათებული, ტელეფონიდან ვწერდი ქვემორე პოსტს.

რაღაცა დებილობა მოსდის ჩემს საფარის - ხანდახან ითიშება ხოლმე სრულიად უმიზეზოდ. ხოდა, ამჯერადაც crash მოუვიდა და...
მეთქი დამეკარგა პოსტი. მეწყინა. გავბრაზდი და ჩემს ტელეფონს კიდევ ერთი ბზარი დაემატა.

თურმე კაცო ეს ბლოგსპოტი... იმას ხომ ინახავს, რაც დაწერე და არ დაასეივე. თურმე დაჟე იმას ინახავს, რისი დაწერაც ვერ მოასწარი და მხოლოდ გაიფიქრე :)

ასე რომ, ხელახლა ვაქვეყნებ:

ყოველთვის მაინტერესებდა, რა ამოძრავებს ხალხს, რომელიც... რბილად რომ ვთქვა, სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. სხვა, ანუ ნორმისგან განსხვავებული.

მაგალითად, ინტრიგების ხლართვა რომ უყვართ, ან ე.წ. "ხიტრაჟოპები" რომ არიან, ან სხვების ცუდით თვითონ კარგად რომ ხდებიან...

ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, ღრმა და საფუძვლიანი გამოცდილების შედეგად მარტივ დასკვნამდე მივედი: უბრალოდ ავად არიან. ხო, ავად - ზუსტად ისე, როგორც პლევრიტიანი ან ბუასილიანი ავადმყოფები.

ვიცნობ(დი) რამდენიმე ასეთ "პერსონაჟს" და მართლა, მხოლოდ სიბრალულის შეგრძნებას იწვევდნენ ჩემში. აი, შიდსიანი ტიპი რო გეცოდება - შენგან განყენებულად, უბრალოდ ცოდოა. დადის ამ შინაგანი სნეულებით გაბოროტებული და ცდილობს, სხვებიც მოწამლოს, თავისი დაავადება გადასდოს და ამით ოდნავი შვება ნახოს...

ეხლა მობილურიდან ვპოსტავ, და თან მეხუთე ელემენტს ვუყურებ. ასე რომ, მომიტევეთ ეს short summary.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬