Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

დაგავენაგავი

Updated
1 min read

მგონი ბევრი ფიქრი ამას არ უნდა.
თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება - რასაც ქვია ცივილიზებული, განვითარებული, კულტურული - მაშინ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ.
და არ უნდა ”მოვისაქმოთ” იქ, სადაც ვჭამთ.
ეს, პირველ რიგში, ახალი თაობის აღზრდით მიიღწევა. და შეგნების ჩამოყალიბებით. იმ შეგნების, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ დავკარგეთ.
ის კულტურა, რომლითაც ჩვენ დღეს ვამაყობთ, არის მხოლოდ ნამსხვრევი დიდი კულტურისა, რაც ოდესღაც გვქონდა.
მარტო სუფრა და სტუმართმოყვარეობა არაა კულტურა. სიმღერა და ცეკვა-თამაშიც არაა მარტო კულტურა.
კულტურა ბევრად უფრო რთული და მრავლისმომცველია.
კულტურაა სისუფთავე
კულტურაა ჩაცმულობა
კულტურაა ქუჩაში მოძრაობის წესები
კულტურაა სხვისი პატივისცემა
კულტურაა ზრდილობა
კულტურაა ბანაობა!!! შხაპი (ვისაც სახლში აბაზანა არა აქვს!)
კულტურაა ურთიერთობა ერთმანეთთან.
კულტურულ ქვეყანაში ოფიციანტებიცა და ტაქსისტებიც ადამიანები არიან. მათ ისევე ეპყრობიან, როგორც ყველა სხვა ადამიანს. ჩვენთან, საქართველოში - ტაქსისტი და ოფიციანტი არაფრად არ მიაჩნიათ.
ეს უკულტურობაა. და უბრალოდ, შეუგნებლობა. და პირუტყვობა.
წითელზე გაჩერებაც კულტურის ნაწილია - შეგნებული ადამიანი იმიტომ კი არ ჩერდება, რომ დააჯარიმებენ, არამედ იმიტომ, რომ ამით საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
შეგნება აკლია ჩვენს ხალხს.
სამწუხაროდ, არც მომატების პერსპექტივა არ ჩანს.

აი, ასე.

4 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬