Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ბრაკი 💔

Updated
1 min read

გიფიქრიათ იმაზე, რომ წუნდებული საქონელი ყოველთვის უფრო ორიგინალურია, ვიდრე დაშტამპული, მასიურად გამოშვებული პროდუქცია?

აი ერთი ბლოკნოტი მაქვს, რომელიც ჩვენმა მარკეტინგის სამსახურმა დაბრაკა - შეკვეთილი ლამაზი ბლოკნოტების სერიიდან ეს ერთი აღმოჩნდა მახინჯი.

სხვა ბლოკნოტები დაურიგდათ კლიენტებს, პარტნიორებს და უბრალოდ ვიპებს.

ეს დაწუნებული კი დარჩა - მას ოდნავ მეტი ფურცელი აქვს, ვიდრე ორიგინალებს. რეზინაც არ აქვს, არც ჯიბე. და რაც მთავარია - კომპანიის ლოგო და სახელი დაბეჭდილია გოფრირებით, მაგრამ საღებავით აღარაა ამოვსებული. ამიტომ, სულ არ ჩანს, ძალიან თუ არ დააკვირდი.

ძალიან მომწონს, ეგრევე წავართვი და მივისაკუთრე. ნუ ეხლა, წავართვი რა... ეგდო იქ ეულად სადღაც კარადაში.

ხოდა, იმაზე გიფიქრიათ, რომ ხალხიც ეგრე გამოირჩევა ერთმანეთისგან? დაშტამპულად, ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები უინტერესოები რომ არიან? და მხოლოდ ის ხალხია საინტერესო, ვისაც ერთი შეხედვით, რაიმე უცნაური თვისება გააჩნია?

აი, შეიძლება ოდნავ ექსცენტრიულია, ან ოდნავ უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვიდრე ჩვენი საზოგადოების 85%. ან ოდნავ სხვანაირად იცმევს, ან სხვანაირად ხუმრობს. ან, სულაც - ოდნავ კი არა, ზედმეტად გამორჩეულია.

აი, ეგეთი ხალხია უფრო საინტერესო, განსხვავებულები რომლებიც არიან. მხოლოდ მათთან უნდა გქონდეს კონტაქტი. მხოლოდ მათ აქვთ თამამი იდეები, გიჟური მოწოდებები და მხოლოდ მათ შეუძლიათ, უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო.

აი მასა კი... მასა უბრალოდ სხვა რამისთვის არსებობს ამ ქვეყანაზე.

5 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬