Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ავტობუსი და დაუბანელი მაჩვი

Updated
1 min read

სხვათა შორის, მარტივი აღმოჩნდა პასუხი კითხვაზე - თუ რატომ არ ხმარობენ ქართველები დეზოდორანტებს (და სხვა მსგავს ჰიგიენურ საშუალებებს).

ორნაწილიანი პასუხია: ძვირია და სუნი არ მოწონთ.

მართლა, მართლა - აწუხებთ მძაფრი ალკოგოლურ-ფერმენტებიან-რაღაცნაირი ქიმიური სუნი. ვერ იტანენ, მიუჩვევლები არიან, არ იციან რა ქნან, როცა ეს სუნი სცემთ. შესაბამისად, უცხო რამეს არ ეკარებიან.

და ძვირიც არის - დამეთანხმებით და, 5 ლარი ღირს საშუალოდ დეზოდორი, რომელიც დაახლოებით ორი-სამი კვირა ყოფნის ადამიანს.

ხოდა რა გინდათ ეხლა, თაობების განმავლობაში არ ყიდულობდნენ, იმიტომ რომ ადრე კიდევ უფრო ძვირი იყო და ვერ შეეჩვივნენ. ეხლა კიდე ვერ შეჩვეულებიც აღარ ყიდულობენ - იმიტომ რომ საჭიროებას ვერ ხედავენ.

რამე უნდა მოვიმოქმედოთ და მასებში შევიტანოთ განათლება.
სასწრაფოდ.

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬