Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

არსებობენ?

Published
1 min readView as Markdown

არსებობს ხალხი, რომელიც ნერვებს გვიშლის.

არსებობს ისეთი ხალხი, რომელიც საერთოდ არ გვაღელვებს.

არსებობენ, ვისაც არ ვიცნობთ.

არსებობენ ისეთებიც, ვისაც არასოდეს არ შევხვდებით ცხოვრებაში.

არსებობენ, რომლებიც სულ გვხვდებიან.

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გეშვებიან.

არსებობენ მსხვერპლნი და მონადირენი.

არსებობენ უბრალონი და საბრალონი.

არსებობენ ჩვეულებრივი იდიოტები და აბსოლუტური დეგენერატები.

არსებობენ რო საერთოდ? იქნებ, სულაც არ არსებობენ და ეს ყველაფერი მითია, ტყუილი?

იქნებ მარტო შენ არსებობ, და შენი მეგობრები - ვისაც იცნობ, ეხები და ეკონტაქტები. დანარჩენები - არ არსებობენ.

რომ გითხრან, ისურვე და შენთვის უცნობი ადამიანი მოკვდებაო, რას იზამთ? უბრალოდ, ინტერესის გულისთვის - ისურვებთ?

მე - არა. მირჩევნია მივიდე და მოვკლა. არ მინდა, რომ მერე სხვამაც რამე მსგავსი ისურვოს.
მოვალ და მოგკლავ.

1 views

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬