Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

არჩევანი

Updated
1 min read

რამდენი არჩევანი გვაქვს ამ ცხოვრებაში... მილიონი? მილიარდი? ტრილი... არ ვიცი რა ქვია...

მთავარი იცით რა არის? ჩვენი ცხოვრების მანძილზე რამდენი არჩევანიც გაგვიკეთებია, ყველა სწორი ყოფილა. იმიტომ რომ ჩვენ დღეს აქ ვართ, აქ ვდგევართ, და ჩვენ ვართ ჩვენ.

აი ამიტომ მე კმაყოფილი ვარ ყველა იმ არჩევანით, რაც გამიკეთებია. კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეხლა ასეთი ვარ და აქ ვარ, და ეს პირდაპირი შედეგია ჩემი სხვადასხვა დროს გადადგმული ნაბიჯებისა... თუნდაც შეცდომა დამიშვია (უფ, თან რამდენიც გინდა), მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ...

კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ იმ დღეს იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი, და ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი...

კმაყოფილი ვარ, რომ არანაირი გაბედვა და საკუთარ თავთან ბრძოლა არ დამჭირდა გადაწყვეტილების მიღებისათვის... ვიცოდი, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, იმ წუთას ასე მომინდა, და იმიტომ... და რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან სწორი და რაც მთავარია, დროული ნაბიჯი იყო...

ხო იცი - არ გაგაჩუმე, პირიქით... :)

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬