Skip to main content

ახალი წელი მოდის

Published 1 min readMarkdown
  1. გაიარეთ რუსთაველზე და დატკბით მიკი მაუსის, დონალდ დაკის, სანტა კლაუსის და ძაღლის გიგანტური გასაბერი ფიგურების სიმახინჯით... (გუშინ ღამე მინდოდა გადამეღო, მაგრამ მობილურით, თანაც მანქანიდან, საშინელი ფოტოები გამოვიდა. ისე ციოდა, მანქანიდან გადასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო...)

  2. არ იყიდოთ და არ დადგათ ბუნებრივი ნაძვის ხე! ჩვენ ტექნოკრატიულ და განვითარებულს საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ხის მოჭრა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თანაც, თუ ქიმიურად დამზადებული საჭმელს ჭამთ, პლასტმასის ფული გიდევთ საფულეში (ვიზა ან მასთერქარდი), დაკავებული ხართ სექსით, მხოლოდ რეზინით... და ნაძვის ხე გინდათ ნამდვილი? ვერ მოგართვით...

2 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog