Skip to main content

აგვისტო

Updated 1 min readMarkdown

აი, გავიდა ერთი წელი, რაც მე ამ ბლოგს მოვკიდე ხელი...
რამდენი რამე გადავიტანეთ ერთად, არა?

ხო, და რას ვამბობდი - მიყვარს აგვისტო, ძალიან მიყვარს.
იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღეა (რომელსაც ვერ ვიტან, გული მერევა)
იმიტომ რომ შვებულება მაქვს ხოლმე ძირითადად ამ დროს (სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე)
კიდევ იმიტომ, რომ აგვისტოს ღამის ცა ყველაზე მეტად არის ვარსკვლავებით მოჭედილი.
იმიტომ რომ თბილა, ისე აღარ ცხელა (თავს ვიტყუებ, გამატარეთ)
იმიტომ რომ ზღვა
იმიტომ რომ ბევრი კარგი მოგონება მაქვს აგვისტოსთან...
და ეს აგვისტოც ძალიან მაგარია!!! აი უკვე ძალიან.

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog