Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ადამიანი

Updated
1 min read

ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე ერთხელ უცნაური ადამიანი. მას ერთ ხელზე ცერა თითი არ ქონდა... არ ვიცი, დაკარგა თუ უბრალოდ, დაბადებიდან არ ქონდა, მაგას არა აქვს მნიშვნელობა.

მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ცერა თითის უქონლობა სულაც არ უშლიდა ამ კაცს ხელს არაფერში - მისი (იგივე ხელის) საჩვენებელი თითი ეტყობა წლების განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე, მოიღუნა, დეფორმირდა და თითქმის ცერა თითის ფორმა და ადგილი დაიკავა...

დაიხედეთ მარჯვენა ხელზე და წარმოიდგინეთ...

აი, რა შეუძლია ადამიანს?
არა, ეს ბუნებაა. ვისაც ეს შეუძლია. და ადამიანი ბუნების ნაწილია, მისი კარგი თუ ცუდი, მაგრამ შვილია.

გენეტიკა და მუტაცია და რაც გინდათ ის ახსენეთ - ცერა თითი რომ არ გაჩენოდაო მაიმუნსო, ასე ამბობენ, ადამიანად არ გადაიქცეოდაო...
ანუ ცერა თითის განლაგება სხვა თითებთან მიმართებაში გვაძლევს იმის საშუალებას, რაც პრიმატების გარდა არცერთ არსებას არ აქვს - ხელში ავიღოთ და დავიჭიროთ საგნები.

პოპულარულ ენაზე ვხსნი, ვიცი.
უფრო პოპულარულად - ცერა თითი რომ არ ქონოდა ჩვენს პირველ წინაპარს, ის შუბსაც ვერ გამოიგონებდა, მერე ვერ ისროდა, და იმავე შუბზე აცმულ ნანადირევს ვერ შეწვავდა...

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬