Abre los ojos
ხო, გაახილე, გაა...
რას ხედავ? სად ხედავ? სად იყურები? და რამდენია? რა ფერია? რაფერია? რავარია? არი წანწკლა? რამხელაა? იქაა, სადაც? ფერადია? დიდია? პატარაა? მაღალია თუ წვრილი? დაბალი თუ განიერი? გოთიკაა თუ მოდერნი? იქნებ სულაც არტ-დეკო, ან ბაუჰაუსი? მოგწონს (რასაც ხედავ)? ისაა, რაც? იქნებ ადამიანია? ცოცხალი არსება? ხილი? შეიჭმება? მოერევი? იწვის? ქართული ესმის? ეტევა იმ ფარგლებში და ჩარჩოებში, რაც შენმა ავადმყოფურმა თუ დალაგებულმა წარმოსახვამ ჩამოგიყალიბა? იმხელა ხომ არაა, რომ ვერ გაიაზრო, ვერ დაინახო, ვერ მოინელო, ვერ გადაყლაპო და გულზე დაგადგეს? ჯაზი.

