A long weekend
ხო, ხალხნო, ხო, არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ორი უიკენდი, რომელზეც დამპალმა კაპიტალისტურმა სამსახურებმა, უფროსებმა, გარემოებებმა და ამდაგვარმა საშინელმა არსებებმა გაიძულეს, გემუშავათ, ისევ იმათ ცხვირში უნდა ამოადინოთ და ყველაზე, ყველაზე საპასუხისმგებლო დღეს - ერთ-ერთ დამდეგ ხუთშაბათს უნდა განუცხადოთ:
- შეფ (ბოს), ხვალ არ ვიქნები.
- ხვალ? პარასკევს? მოიცა და წლიური ბალანსი? (საშტატო განრიგი, სიმპოზიუმი, სემინარი, სხვა სასწრაფო საქმე - საჭიროს ხაზი გაუსვით)
- მახატია ეგ სასწრაფო საქმე იქ, სადაც აგრეთვე სხვა რაღაცეები მკიდია.
განუცხადეთ და თავდაყირა გადაეშვით ლონგ უიკენდში, თავის ყველაფრით - მანქანა გაძეძგილი ბენზინით, სახლი - ცარიელი, საფულე გაძეძგილი კუპიურებით, საბანკო ანგარიში - ცარიელი...
და კიდევ სხვა რაღაცეები.
პარტნიორი არ დაგავიწყდეთ და yallah!
დისკო ტყეში და კონცერტი მუზეუმში და სახლში გდება და ღამე ღვიძილი, და დღისით ძილი, და 100 კილომეტრის გავლა ყავის დასალევად და 200 კილომეტრის გამოვლა პროსტო ვიღაცის სანახავად და...
ნუ დანარჩენი თქვენ იცით, თქვენთვის მომინდვია თქვენი ლონგ უიქენდის დაგეგმვა.
მე აი, კიდე აჟიტირებული ვარ და ვერ ვიძინებ :)

