9 აპრილის მემორიალი
ადრე ამ ქვაზე ეწერა - ”აქ აღიმართება 9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი”
და იმდენი ხანი გავიდა და კაციშვილმა არაფერი არ აღმართა.
მაშინ მივხვდი და ბევრსაც ვეუბნებოდი - არაფერიც არ უნდა აღმართონ-მეთქი, ეგრევე უნდა დარჩეს ეს ქვა... ამ ხალხს უზარმაზარი ქანდაკებები და მემორიალები არ ჭირდება...
ამ ხალხს ისიც ეყოფა, რომ 9 აპრილს აქ ყველა გამვლელი სანთელს ანთებს და ისიც ეყოფა, რომ ამ ქვეყანაში კვლავაც ქართულად ლაპარაკობენ, და ისიც ეყოფა, რომ მათი სახელი არავის აღარ ახსოვს, მაგრამ მათი საქციელი ახსოვთ, და ისიც ეყოფა, რომ სხვა, ასეთივე ღირსეულებს შეუერთდნენ, იქ, სადაც არ უნდა იყოს ეს ”ის”...
და ძალიან გამიხარდა, რომ როგორც იქნა, მემორიალი დადგეს და გააკეთეს და სწორედ ისეთი, როგორსაც ისინი იმსახურებდნენ - დატოვეს ისევ ეს უბრალო ქვა, ქართული ქვა, რომელიც ეხლა ყველა მათგანს გულზე ადევს, და რომლის გამოც...

