Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

2007 წლის ბოლოს წინა პოსტი

Updated
1 min read

სამუშაო დღე, რომელიც სინამდვილეში დასვენების დღეა.

დიდი ხანია, საახალწლო და საშობაო მხიარულება უბრალოდ გვერდით ჩაივლის ხოლმე.

იმიტომ რომ გავიზარდეთ ალბათ და აღარ გვჯერა ზღაპრების, თოვლის ბაბუის და ადამიანების სიკეთის.

იმიტომ რომ შენ ხარ ეხლა სხვისი თოვლის ბაბუა.

ფილმი, რომელსაც 30 წელი უყურებდი, მოკვდა და ხელოვნურად შვეს ახალი - გაგრძელება.

სულ ტყუილად, დიდი ვერაფერი გვაჩვენეს. მორიგი დებილობა, თითიდან გამოწოვილი და ლამაზ ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეული. ხო, აი იმ ჭრაჭუნა ქაღალდში, იქვე რომ არის ხოლმე კუთხეში მიყუდებული, და რომ უნდა გაატანო ყოველ წამსვლელს :)

2007 წელს ბევრი ვიმოგზაურე, სამსახურიც გამოვიცვალე, ოჯახში მატება მქონდა - კატა, ახალი მეგობრები გავიჩინე, ძველები...
ძველები ისევ აქ არიან - სად წავლენ როო? უბრალოდ, ბლოგზე აღარ შემოდიან ხოლმე, ან კომენტარების წერა ეზარებათ.

2008 წლისგან რას ველოდები? საკუთარ თავზე მუშაობას და გაუმჯობესებას, წინსვლას და წარმატებას, კბილის ექიმთან მითრევას (როდისმე ხომ უნდა...)

კიდევ იმას, რომ იდეები, რომელიც თავში მიტრიალებს, ხორცს შეისხამს და ქაღალდზე ჩამოყალიბდება.

და, რაც მთავარია, ახალ დომენს - www.dgiuri.com

აბა, მაგრად.

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬