Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

101010 = 42

Updated
1 min read

როგორ იცვლება ყველაფერი... პირველ რიგში კი ადამიანი. ჩვენ ვიცვლებით.
თანდათან, შეუმჩნევლად. მაგრამ უკანმოუხედავად. შეუჩერებლად.

დროსთან ერთად გვეცვლება გემოვნება, შეხედულებები, სურვილები, ოცნებები, მიზნები.
გვეცვლება წონა, თმის ფერი და ბლოგზე დაწერილი პოსტების შინაარსი.
გვეცვლება გემოვნება, ვუსმენთ სხვა მუსიკას და ვუყურებთ სხვა ფილმებს.
სხვა წიგნებს ვკითხულობთ, სხვა ხალხთან ვმეგობრობთ...

საერთოდ, ბევრი რამე, რაც ადრე მნიშვნელოვანი გვეგონა, აღმოჩნდება, რომ არაფერს ნიშნავს.
და მცირე დეტალები, რომლებზეც ყურადღებას ვამახვილებდით, ახლა საერთოდ არაფერს წარმოადგენს ჩვენთვის.

არც კი ვიცი, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით.
ალბათ უბრალოდ იმის, რომ ასაკი მემატება...

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬