Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Who’s Gonna Save My Soul

Updated
1 min read

როდესმე მდგარხართ იმ ზღვარზე?
აი, სწორედ იქ, საიდანაც უკან ვეღარ მოტრიალდები?
რუბიკონივითაა, შენ კი - იულიუს კეისარივით. წილი ნაყარია - და უნდა გახვიდე ფონს.

Alea iacta est.

საკუთარი დედაქალაქის დასაპყრობად მიდიოდა... არც აპატიეს...

I wonder if I’ll live grow old now.

შენ არსად არ მიდიხარ - არც არავის იპყრობ და, მით უმეტეს, არც არავის ებრძვი.

საკუთარ თავს, შეიძლება. სულ ცოტაც, და გატყდები. ან შეიძლება უფრო გაძლიერდე.

ხიდი. ექო. კიბეზე არბიხართ ორივე, თან თითქოს ეჯიბრებით ერთმანეთს, თანაც - ხანდახან ეყრდნობით...
ვინ აასწრებს - ახალგაზრდობა თუ გამოცდილება? სილამაზე თუ ძალა? მსუბუქი თუ მძიმე?

უპასუხო ზარები აასწრებს. და უპასუხო sms-ები. სიბრაზე აასწრებს, და სიცარიელე. ღიმილი აასწრებს, ისეთი, სევდიანი, ოდნავ მწარე. ვინმემ დახატოს ეგ სმაილიკი, მჭირდება მაგრად. სულ მაგითი გავავსებდი ამ ბლოგს ;)

ესეც შენი არჩევანი, გინდა წილი, რაც გინდა ის დაარქვი.

აგერაა, და მიდი - აიღე ან გადააბიჯე. ჩაკბიჩე (ოღონდ ჯერ ტანსაცმელზე შეიწმინდე, ვაშლივით), მერე გადმოაფურთხე, ეგ ჩაკბეჩილი ვინმე მათხოვარს ჩაუტენე ჭუჭყიან ხელთათმანებში, ქურთუკის საყელო აიწიე, მხრები აწურე და ჩაირბინე კიბეზე...
ცივი ნიავია, და სველი ასფალტი.
მანქანა წითელია, პარკეტი მუხისაა და ავეჯი ძველი. ან შეიძლება, ყველაფერი პირიქით იყოს - მანქანა იყოს ძველი, ავეჯი - მუხის, და პარკეტი წითელი...

ამ პოსტის მუსიკა აგერ მაქვს მომზადებული, მაგრამ ასატვირთად მენანება. და თანაც, მეძინება. კარგი სიმღერაა - აგერ სათაურსაც ეგრე ქვია, თქვენით მოძებნეთ.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬