უსათაურო
ალბათ ორი რამეა ცხოვრებაში:
ერთი, როცა ურთიერთობები გაქვს დაულაგებელი, ყოფილებთან, ექსებთან, მომავლებთან, სექსებთან - აწეწილი და გადარეული ხარ, არკვევ რა ხდება და რა გინდა, ვისგან და რისთვის. მრავალფეროვნება, ემოციების პალიტრა, ახალი და განუცდელი, ძველი და ნაცნობი გრძნობები - ყველაფერი ერთმანეთშია არეული აჯაფსანდალივით.
და მეორე, როცა აირჩევ, ჩამოყალიბდები და რჩები იმ ერთთან, რაც ამ ყველა ნერვების წეწვას თავიდან აგარიდებს და უბრალოდ, ამ საკითხს აღარ უბრუნდები. არადა, ხანდახან სულაც არ იცი, ის ერთი ისაა თუ არა მართლა, და იქნებ სხვა გჭირდება და გინდა? მაგრამ იმის გამო, რომ ნერვების შლა თავიდან აიცილო, შენს თავში კლავ იმ რაღაცას. და დასჯერდები ერთს.

