Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უსათაურო

Updated
1 min read

რაღაც რო გღრღნის და არ იცი, რა არის. ხანდახან დეჟავიუ რომ გაქვს და
უცბად იბნევი: არ იცი, საიდან უნდა დაიწყო.
უკან იხედები და ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი რიგზეა - ოჯახიც,
კარიერაც, ჰობიც და დასალევიც.
წინ გაიხედავ და უცნაური ფერებია, ფსიქოდელიური პეიზაჟი ჩანს და არასდროს
რომ არ მოგწონდა, იმ ზღაპარს გაგონებს.
უცნაური გრძნობა გეუფლება და თითქოს გეშინია, თუ ცქმუტავ თუ შფოთავ თუ რაღაც ეგეთი.
შეიძლება ცივმა ოფლმაც დაგასხას და გული აგიჩქარდეს, ხელისგულები
გაგიოფლიანდეს, სახე აგიწითლდეს, ენა დაგებას.
ხანდახან უბრალოდ დეჟავიუა და მეტი არაფერი.
ხანდახან კი აი ესე უაზროდ შეგაშფოთებს ხოლმე.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

უსათაურო