უსათაურო
თბილისი
მერე რა რო მზეა და კარგი ამინდია, დილით ციოდა მაინც... უუუ, მეზარება ხოლმე ადგომა...
მერე სანამ მანქანა გათბება... მერე ელოდე ძმაკაცს, შენსავით ძილისგუდა როა და ერთად და ერთნაირად რო აგვიანებთ სამსახურში...
მერე იჯექი დაუსრულებელ შეხვედრებზე, თათბირებზე და ამთქნარე და სულ სხვა რამეზე იფიქრე... მერე კომპი, და დასიებული თვალები, და ნატკენი იდაყვები (სკამის სახელურებზე დაყრდნობისგან)...
ხო, დილაზე ვწერდი, ნინი ბუკიას რა მართლაც და სასიამოვნო ხმა ჰქონია, არა? რაღაჩნაილი იშეთი... :)
და თბილისიო, ახალი თბილისიო, განვითარდაო...
ღმერთო ჩემო, ვეთანხმები ბატონ რამაზს, ნინის რომ განუცხადა - არც კი ვაპირებ მაგაზე პასუხი გაგცეო...
რა განვითარდა, რა? ეს ყველაფერი, რაც მოგვწონს, განვითარება კი არაა, სირცხვილია...
იმიტომ რომ განათებული ქუჩები და სავსე კაფე-ბარები ქალაქის განვითარებას არ ნიშნავს, ეგ ჩვეულებრივი რამეა და ეგრეც უნდა იყოს ყველა ქალაქში და სირცხვილი იმიტომაა, რომ აქამდე უნდა გვქონოდა და არ გვქონდა...
განვითარება ვიცი მე ქალაქგეგმარების და ტრანსპორტის დაგეგმარების დარგში და ძველი შენობების რესტავრაცია და ახლების აშენება და გაზრდა და გალამაზება და ... გამდიდრება, პირველ რიგში, მდიდრულად რომ გამოიყურება, მილიონები რომ ღირს კი არა, არამედ ლამაზი რომ არის.
ფუ, ამისი რაა...
ვამაყობთო თბილისითო. ვინა, ვინ ამაყობს? და რა აქვს საამაყო?
ადამიანმა შეიძლება იამაყოს თავისი საყვარელი ფეხბურთის გუნდით, ან საკუთარი შვილის წარმატებით, ან თუნდაც კაცობრიობის მიღწევებით ნეიროქირურგიისა და ატომური ფიზიკის დარგში...
და თბილისით როგორ უნდა იამაყო? იმით ამაყობ, რასაც შენი წინაპრები ნაკუწ-ნაკუწ და ნატეხ-ნატეხ ერთმანეთს აწებებდნენ და შენ ამაყობ ამით? შენით უნდა იამაყოს თბილისმა, კიდე ერთ ქვას თუ დაადებ ქვაზე, თორე შენი სიამაყე მაგრად ახატია თბილისს :)
და ყველას ახატია ვაბშემც.
მე მაგრად მახატია ის ხალხი, ვინც ამაყობს თბილისით.
იმიტომ რომ აზზე არ არიან
თბილისი არც მიყვარს, არც მძულს, მე ვარ თბილისი, და ის არის ჩემში და მე ჩემი თავით არ ვამაყობ - იმიტომ რომ უკეთესი მინდა ვიყო.
აუ აბდაუბდა დავწერე.

