Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უსათაურო

Updated
1 min read

დგას. დაღმართზე. უძალიანდება მიზიდულობის ძალას. აი, დააკვირდით, სახეზე შეხედეთ - დაძაბული, დაჟე გაჭინთულია, ისე არ უნდა დაგორება. უნდა, რომ დილით დახვდეს პატრონს ისევ. იმიტომ რომ პატრონი მას ენდობა. იმიტომ რომ არ ადგეს და არ გადააგდოს მერე - უფ, დაგორდა ეს ჩემისა, აღარაფრის ტრაკი არა აქ, რაღათ მინდაო - რო არ თქვას...

დგას, უნდა და დგას. სჭირდება, შეიძლება, ან სულაც, მოელიან მისგან ამას, და იმიტომ.

მე მინდა ვიფიქრო, რომ საკუთარი სურვილის გამო დგას. იმიტომაც დგას გვერდულად - მაქსიმალურად ცდილობს, შეინარჩუნოს ადგილი. ძნელია, ვიცი. და მაინც - მაგარია.
ძალიან მაგარია.
აი აქ, მის გვერდით, 2006 წლის გამოშვების რაიმე სუპერ-დუპერ ჯიპი რომ დააყენო, იმას ვაბშე არ გაუჭირდება.
მაგრამ ეს ხო იმ ჯიპს ჯობია? ჰა? 28 წლის მანქანა, რამდენი რამე უნახავს, და მაინც - თავისას ატრაკებს. უნდა - და აკეთებს. დგას. და იდგება. და მოვა ისევ მისი პატრონი, და გვერდზე მდგომ ჯიპს გადახედავს, და მაინც ამაში ჩაჯდება და იტყვის - არა, მე რო მანქანა მყავს, ეგეთი ცოტაა...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬