Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უსათაურო

Updated
1 min read

როგორ ხდება ხოლმე უცნაურად.
ხანდახან არაფერს არ წერ, ვერ წერ, მუზები არ გაქვს - ”არსით ხმა, არსით ძახილი”...

მერე მოგაწვება, ხო, იმენნა, მოგაწვება ფაღარათივით, და სასწრაფოდ უნდა დაწერო რამე, დაიცალო, თორე შიგნით გასკდება და სეფსისი, ინტოქსიკაცია დაგემართება - და ვეღარ გაერკვევი, სადაა რეალობა, სურვილები, იდეები, ოცნებები, სად მთავრდება უდაბნო და იწყება სამოთხე... ;)

ცოტა რთულადაა საქმე, როცა რამოდენიმე ფრონტზე ხარ... თავისით არ მოდიან? ხან ერთი ფრონტის მუზა მოდის, ხან მეორესი... ნუ მესამესი სულ აქაა, სულ ვხედავ, სულ მაწვდის და სულ ვწერ... დაჟე ზედმეტად ბევრს ვწერდი და უცბად სიტყვები გამომელია. აი მოდის აზრები და ხედავ - მაგრამ ვეღარ აცმევ ამ შენს აზრებს სიტყვებისაგან შეკერილ ტანისამოსს და ვეღარ აქცევ ტექსტად, ადრესატისთვის საჩვენებლად რომ ვარგა...

ამ ფრონტზე ორი სიტყვა დამრჩა - მიყვარხარ, და მენატრები...

და დანარჩენი ორი ფრონტი გაინტერესებს? ერთი - ეს ბლოგია, თავისი მუზა ყავს, და ხანდახან მოდის :) მეორე კი - წიგნი, რომელსაც ვითომ ვწერ. :) ვნახოთ, ვნახოთ...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬