უსათაურო
როგორ ხდება ხოლმე ცხოვრებაში მაინც, სხვანაირად. შენ ასე გინდა, ის კი მაინც თავისას უბერავს. აქეთ შემოატრიალებ, ისევ დაგისხლტება... ეჭიდავები, ფეხი დაგიცდება, გადაგივლის, თუ მოერიე და მაინც ცოტა ხნით დაგნებდება, მოადუნებ ყურადღებას და მაინც დაგისხლტება ისევ...
ხოდა რას ვამბობ. არა, დეპრესია და ნევროზი არაფერ შუაშია. გამიარა, და ძალიან კარგად იცით, რატომაც. ამ უმიზეზო ხასიათის ცვალებადობამ, დღეში ასჯერ - მაგანაც გამიარა. მოვრჩი, განვიკურნე... :) უბრალოდ, საფიქრალი მაინც აქვს ადამიანს, რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის აქვს. და ეს საფიქრალია, რითიც ეხლა ვარ დაკავებული, რაზეც მთელ ენერგიას ვხარჯავ, რაც მაღელვებს და რაც მინდა... ეგ არის და ეგ.

