Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უბრალოდ ვწერ

Published
1 min readView as Markdown

აი უბრალოდ ვწერ და არც ვიცი, საიდან დავიწყო, ან რა დავწერო...

გავზარმაცდი, პასტას და ფურცელს აღარ ვხმარობ - ციფრული თაობის ციფრული ხერხები, ციფრული აზრები ბინარული კოდით იწერება არარასებულ ქაღალდზე, მაგნიტურ რვეულებში და ვირტუალურ ბიბლიოთეკაში დევს...

კაია, მომწონს. ჩემია რაღაცნაირად. მწერალი ვარ-მეთქი, ამას წინათ ვიღაცას გამოვუცხადე, სრულიად უტიფრად ვუყურებდი სახეში და ისიც დამეთანხმა: დიახ, ბატონო გიორგი, წაკითხული მაქვს თქვენი ნაწარმოებებიო...

რა გაქვს ბიჭო წაკითხული? ჟურნალ ”სარკის” გარდა არაფერი რომ არ გინახავს ცხოვრებაში? რა გაქვს ჩემი ნაწარმოებებიდან წაკითხული, ჯერ რომ არცერთი დამიწერია? მატყუებ და არც გრცხვენია. სხვასაც ეგრე მოატყუებ, და ბოლოს, საკუთარ თავსაც...

Нет, это не Рио-де-Жанейро...

და ყველაზე საწყენი ისაა, რომ თავი მაინც რიოში გონიათ ამათ. სვეტსკი რაუტები, ტრაკში პეროები, წამხედურობაა ცარიელი და მეტი არაფერი.

მაინც მაგარი ქალაქია ეს თბილისი. მიყვარს, თავის ყველაფრით...

1 views

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬