Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ცისფერ ეკრანებთან

Updated
2 min read

მაშ ვუყუროთ თუ არა? და რას ვუყუროთ? და თუ არ მოგვწონს? და თუ არ ვარგა? იქნებ ჩვენ ვერ ვამუღამებთ მეინსტრიმს? იქნებ მართლაც საინტერესოა? იქნებ შევეშვათ ნორმალურ საზოგადოებაზე/ქვეყანაზე/სახელმწიფოზე ოცნებას და დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს?

ეს და მრავალი მსგავსი კითხვა აწუხებს დღეს ქართულ საზოგადოებას. მასები ღელავენ, ორ ბანაკად გაყოფილი ხალხი ერთმანეთს სიძულვილით სავსე თვალებით უყურებს და კბილებს ილესავს. ბანაკებს შორის მიდის ტყვეთა გაცვლა და ჩრდილოვანი ვაჭრობა ინფორმაციით.

სინამდვილეში ეს ორი ბანაკი დროებითი მოვლენაა. გავა დრო და რამე მორიგი მოვლენის გამო ახლა სხვა ორ ბანაკად დაიყოფა ხალხი - ოღონდ უწინ მოსისხლე მტრები ახლა მოძმე მებრძოლებად გადაიქცევიან.

და სულ ასე ხდება ბედკრულს ჩვენს სამშობლოში. ხან ერთი არ მოგწონს, ხან მეორე გიყვარს, ხან ბოზბაში გირჩევნია და ხან - ჩიხირთმა, ხან ჩოხა გაცვია და ხან პიჯაკი (ჩიხტიკოპი/მინი ქვედაბოლო), ხანაც ერთი, წვეტიანი მხრიდან ტეხავ ნედლად მოხარშულ კვერცხს, ხანაც მეორე, ბლაგვი მხრიდან.

ყველა სიკეთესთან ერთად, ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი პრობლემა ისაა, რომ იშვიათად გვაქვს რაიმე ნორმალური ალტერნატივა.

აი, ბოლო დროს აქტუალური თემა, რომელსაც დღეს საპროტესტო აქცია/პერფორმანსიც მიეძღვნება - პროტესტი უხარისხო TV-შოუებს.

მოგწონს? კაი ბატონო, უყურე. აქ ყველაფერი მარტივადაა.

არ მოგწონს? გადართე და სხვა რამე ჩართე - ეს ყველაზე ლოგიკური და ნორმალური არგუმენტია, მაგრამ სამწუხაროდ, საფუძველსაა მოკლებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ალტერნატივა არ არსებობს.

არ მოგწონს? წადი და საპროტესტო აქცია გამართე (ან პერფორმანსი) - ესეც კარგი არგუმენტია ერთი შეხედვით, მაგრამ მკვდრადშობილი იდეაა - არავინ არაფერსაც არ შეცვლის. უბრალოდ არ მოგისმენენ - სატელევიზიო რეიტინგები ნათლად აჩვენებს, რომ ეს შოუები დღეს ძალიან პოპულარულია.

აქციის ორგანიზატორთა შემართება გასაგებია - თუ ტელევიზია მხოლოდ ნაგავს აჩვენებს, და მოსახლეობის ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილს ალტერნატივა არა აქვს, ესე იგი მათი ინტერესებიც უნდა დავიცვათ და გავაპროტესტოთ უხარისხო ტელევიზია.

რეალურად კი ამის შეცვლა მხოლოდ ალტერნატივის შეთავაზებით შეიძლება - უკეთესი შოუს შექმნით (რისთვისაც ჩვენი საზოგადოება ჯერ მზად არაა).

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬