Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

წერს? კი. ცივა...

Updated
1 min read

ზიხარ და ცას უყურებ, არა? ზაფხულის, მილიონობით ვარსკვლავით მოჭედილ ცას, არა? და რაზე ფიქრობ?

ლაპარაკობს, ლაპარაკობს, ლაპარაკობს. ხელში ჩაბღუჯავ ბოთლს, მოიყუდებ. აგრძელებს კიდე.
აქ რა მინდა? ვინაა? რას მიყვება?
მეორედ მოიყუდებ, გართმევს, ეწაფება თვითონაც და უკან გაწვდის.

აი აქ შეხვდა ხელები ერთმანეთს. აღარ გაუშვა! მოეფერე - ფიქრობ. აგრძელებს მაინც. შეხედე. გაუღიმე. გიყურებს? აგრძელებს ისევ? ხომ იცი როგორც უნდა გააჩუმო? და რატომ უნდა გააჩუმო? იმიტომ, რომ ზუსტად ხუთ წუთში გამოელევა სათქმელი და მერე იცი შენც, როგორი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდება...

ოთხი.

უსმენ. ქაქანებს, ლაყბობს, ჭორაობს, ქოთქოთებს (ქვოთ-ქვოთებზე ხო ლაპარაკი არაა), ლინკავს, აკოპიპეისტებს? არა, original story-ებს გიყვება, ეგაა, რაცაა, ადგა და გადმოშალა.

სამი.

ამოისუნთქა, ჩაისუნთქა, ერთი ყლუპიც, და გააგრძელა. რა სასაცილოდ ილოკავს ტუჩებს ყლუპის მერე. ტუჩები...

ორი.

გადაიწია, და პირდაპირ მოლაპარაკე ტუჩებში აკოცა.

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬