წარსულის აჩრდილები
ხო, ასე ქვია ლევან თუთბერიძის ერთ ძალიან კარგ ფილმს, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიადი მომენტია აღწერილი.
დავით აღმაშენებელი და ოთარ მეღვინეთუხუცესი...
მოკლედ მაგარი ფილმი იყო, დღევანდელივით მახსოვს, შორეული 1997 ან 1996 წელი იყო, ჯერ კიდევ ძველი კინო ”ამირანი”. ხის, საბჭოთა, ყავისფერი დერმატინგადაკრული სკამები... სიცივე, გამყინვარება - ყველანი ქურთუკებით ვიყავით პრემიერაზე მისულები. თანაც, მხოლოდ ახლობლები და ვიწრო წრე: მეგობრები, კინომცოდნეები, ფანები და დამფასებლები.
ხოდა ამას წინათ შემხვდა წარსულის აჩრდილი.
ოთახი, ხალხის რიგი, ხელში საბუთები, შარდის ბუშტში მაღალი წნევა - არადა ვერც გახვალ მოსაფსმელად - უეჭველი დაემშვიდობები რიგს...
[მოიცა სიგარეტს მოვიტან და გავაგრძელებ]
ხოდა...
[სიგარეტს მოუკიდა]
ხო მალე მოვედი?
[ნაპასი]
გავაგრძელეთ:
დგეხარ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და სასტიკ, დაუნდობელ ბიუროკრატიულ/ადმინისტრაციულ აპარატში. მისაღებში. რიგში. ხალხი კანკალებს - ეშინიათ, ვაითუ კიდევ რამე ცნობა მოითხოვა ამ ბრაზიანმა გულმოსულმა გაუთხოვარმა დეიდამ...
ხელში გიჭირავს უბადრუკი რაღაც ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ გადაიხადე საჭირო თანხა და ეხლა იქნება და მაინც მოგცენ ის საბუთი თუ მოწმობა თუ ვაბშე არ გაგაქრეს აქედან...
დგეხარ და უყურებ ამ საწყალ ბებიებს და ბაბუებს, ჩინოვნიკებს და აშარაშკებს, ბავშვიან დედებს და ორსულებს, რიგში ურიგოდ რო ეტენებიან
[სულ ის ანეგდოტი მახსენდება, გუშინდელი ნატყ...]
ხოდა ცდილობ შენს შარმს (თუ სადმე რამე შეგრჩენია) თავი მოუყარო და
[ანეკდოტი]
გაუღიმო ამ ბიუროკრატ დეიდას და შესვენებაზე არ გაუშვა და გიბღვერს და ვალს გადებს, კაი გადავხედავო საბუთებსო და ისეთ ადგილას ტენის, 100 წელი რომ ვეღარავინ იპოვნის (ნეტა ჩემი ცოდვების ჩამონათვალიც ეგრე ღრმად შეინახონ და დამალონ და ვეღარ იპოვნონ, თორემ შევრცხვები კაცი იქ)
[იხედება ზევით]
ხოდა უიმედოდ აყოლებ თვალს ამ შენს საბუთებს და გინდა გააპროტესტო, რომ არა, იქ არ შეინახოთ, ეხლავე გადახედეთ და მარტო ერთი ბეჭედი უნდა დაარტყა და მეტი არაფერი არ გინდა ამ ქალისგან და ხედავ მუხლებს. მუხლი მიყუდებულია (თუ ეყრდნობა???) იმ უჯრას, სადაც უნდა გაუჩინარდეს შენი მომავალი თუ წარსული და უჯრა არ იღება. მუხლი ისეთია, არა უშავს ნორმალური. მუხლის ქვევით ჩექმაა, მუხლის ზევით კი... მოკლე კაბა.
უკვე კარგია.
ააყოლებ თვალს - აჰა, ნიჩივოარაუშავსწავაპივაზედაჟემგონი... და შრები. არა, კი არ შრები, სველდები ეგრევე - ცივი ოფლი. ხელისგულები გიოფლიანდება, სახე, თავიც კი (მელოტი თუ ხარ) და პირი გიშრება.
(შენ თუ გგონია, ის ნაკლებ დღეშია, ძალიან ცდები) ეხლა უნდა იშუსტრო, ის მოიგებს, ვინც პირველი მოვა აზზე. ეს ლატარიასავითაა, სულ რომ თამაშობ და ხან იგებ - ხანაც აგებ.
10 წელი? 12? ხო, თორმეტი. თ ო რ მ ე ტ ი. ხვალ დაგირეკავო თუ რაღაც ეგეთი უთხარი, გახსოვს? ხოდა დადგა ეს ხვალ, 12 წლის შემდეგ. და სახელი გახსოვს, გვარი კი აღარ. მგონი სახელიც მთლად სწორი არაა... ზუსტი. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ერთი პლიუსი გაქვს - ერთი ნაბიჯით წინა ხარ - შარმი გაქვს მოკრებილ/მოხვეჭილი და იმის მაგივრად, რომ გაუთხოვარ ბიუროკრატ დეიდას დააფშვნა თავზე, ამას (ხო, ამას. იმას. ნუ, you know) დაა...
[მეორე სიგარეტი]
ხოდა ეგრე, პა ხოდუ აღმოჩნდა რო ამათი ყველასი დედაა - ყველაზე გლავნი ბოროტი დეიდა გაუთხოვარი ბიუროკრატია. და იასნია ეგრევე მოგიყომარა საბუთები და ტელეფონის ნომერიც მოგცა - თუ რამე დაგჭირდესო.
shit

