ტრაკი 🍑
რამდენი მინდა დავწერო და სიტყვებს ვერ მოვუკარე თავი...
სიტყვებს აზრები უნდა უსწრებდეს წინ.
ოღონდ დალაგებული აზრები და არა ისეთი, მე რომ მაქვს ეხლა.
ბევრი რამეა ერთად.
სამსახური, საქმე, სახლი, ოჯახი, ინვესტიციები, ვალები, მომავალი, წარსული, ძაღლი, კატა, აგარაკი, მანქანა, მეგობრები...
საიდან ლაგდება? რომელია პირველი? ან მთავარი?
რომელიც ჯერ არ დამიწერია? იმიტომ რომ...
წვიმს. სასტუმროს ორსართულიან (!) ნომერში ვწევარ, კინოს ვუყურებ, ზუსტად ის ფილმია, რაც მაინტერესებდა: ნანახი არ მაქვს და იმიტომ. და ადამიანებზეა და გრძნობებზეა და პერადია და იმიტომ. და არავის არ კლავენ და იმიტომ.
არ მცალია მკვლელობისთვის და უჯასებისთვის, ისედაც...
მუზა წავიდა, დიდი ხანია უკვე, გამექცა, და მაინც ვწერ...
რა დავწერო, არ მინდა და მინდა. არ შემიძლია და შემიძლია. არ მჭირდება და მჭირდება. არა და ხო.
რეალიზაცია? თვით? Science? Conscience?
მკიდია პოლიტიკა და სპორტი - არაფერს არ მაძლევს. წავაგებდით ფეხბურთს, აბა რას ვიზამდით, მაგასაც ხომ მუზა უნდა... არა აქვთ ეგ მუზა, და არც ექნებათ. იმიტომ რომ აი ნატახტარის ლიმონათის რეკლამა ნახეთ? 60-იანი წლებია. ეგ მუზა კი არაა, ტრაკიდან ტკივილით გაჩენილი აზრის შედეგია.
ფეხბურთიც, პოლიტიკაც, publicity - ყველაფერი ტრაკიდან გვაქ ამ ქართველებს.
ევროპა უნდათ და ინტეგრაცია და აზზე მოსვლა და თვალებში გამოხედვა - იცით ვის უნდა ეს ყველაფერი? ტრაკიდან გაკეთებულ და ტრაკით მოაზროვნე ნაბერეჟნის პივნოის კლიენტურას, აი მაგათ და კიდე იმათ, ადრე რო მანდ იდგნენ და ახლა პიჯაკებით და გალსტუხებით დადიან და მაინც რო კაპოტზე და გაზეთზე გაშლილი სუფრა ენატრებათ.
ტრაკი. ეს ტეგიცაა და სათაურიც.

