Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

შავბნელი პოსტი

Updated
1 min read

ხო, ძალიან შავბნელი...

ისეთი შავბნელი, რომ მაგაზე შავბნელი თვით შავი ხვრელიც კი არაა...

ეხლა ისეთ კაი ხასიათზე ვარ, ხო ატყობთ?

ხოდა რა მოგწერო, ჩემი ძვირფასო მკითხველო, როგორ გაგიზიარო გულისნადები? მაინც ვერ გამიგებ ვერაფერს, შენ, უსახურო, უსქესო და ეროვნებისა და მოქალაქეობის არმქონე არსებავ...

კონკრეტულად კი ვიცი, ვინც ხარ, და რატომაც კითხულობ - შენც გიცნობ, შენც, და აი, იმასაც, ეხლა რომ კარი გაიჯახუნა...

და შენ კი იცი, ნამდვილად იცი, ყველაფერი იცი. მაგრამ ახლა მაგაში არაა საქმე, სულ სხვა რამე მაწუხებს, სულ სხვაგანაა ჩემი ფიქრები (მომიტევე), საკუთარ ბედ-იღბალზე ვზრუნავ და ვნერვიულობ...

და რომ არ ვთქვა, გამისკდება ეს გული, ასეთი რამ არასოდეს მინახავს - ერთ საცავში ლავაც და ყინულიც... გავარვარებული და გაყინული... ტკბილი და მწარე... ვერ ვიტევ, ვეღარ ვიტევ ამ სიმწარეს და ტკივილს და სიცივეს, არადა ეგრეა ეს, ცხოვრებას ორი მხარე აქვს, და ეს სამსახურია, თუ ვალდებულებაა, რაც გინდა დაარქვი, არსებობს, და ვერსად გაურბიხარ... ის გაგირბის ხანდახან, და შენ კი ვერ ეშვები, მაინც გჭირდება...

ლოტო მინდა. მჭირდება. და მერე მოვალ და დავახევ ამათ თავზე ყველაფერს, რაც ხელში მომხვდება, და ვეტყვი ყველაფერს, რაც ენაზე მომადგება, და მიხვდებიან ყველაფერს, რაც არ ვუთხარი, იმასაც კი...

და კუდით ქვას ვასროლინებ, პირშიჩალაგამოვლებულებს დავტოვებ, კუდამოძუებულები დარჩებიან, და ქვებს ააგდებენ, და თავს შეუშვერენ... :) მაგრამ მაგათთვის უკვე გვიან იქნება, მე უკვე სხვაგან ვიქნები, და მე სხვა ვიქნები, ლაღი, ამაყი და თავისუფალი...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬