Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

რა შეგვიძლია ქართველებს?

მუზა მოვიდა ღამის ორ საათზე :)

Updated
2 min read

მაშ, რა შეგვიძლია ქართველებს?

ფეხბურთის თამაში - არ შეგვიძლია. არც არასდროს შეგვეძლო. ერთხელ მოგებული არ ნიშნავს, რომ საფეხბურთო ერი ვართ.
საბჭოთა კავშირში სულ ვიგებდით, მართალია, მაგრამ მათ ხომ სხვა ყველაფერშიც ვჯობდით? სმაში ვჯობდით, ქალების შეცდენაში (რომლებიც ისედაც იძლეოდნენ), მოპარვაში ვჯობდით, სიზარმაცეშიც და ლოზუნგების ტყორცნაშიც კი.
ახლაც ვჯობირვართ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებს - ახალ-მოდურ პირჯვარის წერაში და მეზობლების ლანძღვაში ვჯობივართ.

კიდევ რა შეგვიძლია?

რაგბის, კალათბურთის თამაში - შეგვიძლია.
სრიალი შეგვიძლია, მაგრამ მოგება - არა.
სროლა შეგვიძლია, მაგრამ მიზანში გარტყმა? არა...
ჭადრაკის თამაში - კი, შეგვიძლია. ჭიდაობაც.

სიმღერა შეგვიძლია, მაგრამ კლიპების გადაღება - არა.
ცეკვა შეგვიძლია, მაგრამ რითმის და ტემპის დაჭერა - არა (ბოლოს როდის იყავით ფეხარეული სუხიშვილების კონცერტზე?)
თამაში შეგვიძლია, მაგრამ კინო და თეატრი - აღარ.
თამაში იმიტომ შეგვიძლია, რომ მოტყუება შეგვიძლია. თავის მოჩვენება ჩვენი მოგონილია.
მაგრამ საქმის გაკეთება - არ შეგვიძლია.

ხვნა-თესვა - შეგვიძლია, მაგრამ მოსავლის მოკრეფა - არა.
(რომც მოიმკა, ვის რად უნდა როო?)

ჩხუბი შეგვიძლია, მაგრამ ამით რამის მოგება - არა. ბოლოს მაინც შეგარიგებენ და გულნაწყენი რჩები.
მანქანის ტარება შეგვიძლია, მაგრამ წესების სწავლა - არა.
ფერების გარჩევა შეგვიძლია, მაგრამ ხატვა - არა.

ლაპარაკი შეგვიძლია, ლაქლაქი, ჭორაობა - ძალიან მაგრად შეგვიძლია. მაგრამ ერთმანეთის მოსმენა - არა.
წერა შეგვიძლია, მაგრამ წიგნების კითხვა - არა.
სკამზე ჯდომა შეგვიძლია, მაგრამ ადგომა - არა (გაიხსენეთ ქართული სუფრა. და არა მარტო)
ისტორიის დამახსოვრება შეგვიძლია, მაგრამ მაგალითზე ჭკუის სწავლა - არა.

ბრძოლა შეგვიძლია, მაგრამ ომი - არა.

მტრის დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ მოგება - არა.

მითხარით, რა შეგვიძლია კარგად? ისე, რომ შეგვეძლოს თავიდან ბოლომდე - შეგვეძლოს და გამოგვდიოდეს!

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬