Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Qreader

Updated
2 min read

დილის ხუთი საათია...

ცოტა სიგარეტი, არანაირი სასმელი, ბოლო კოვზ ყავას ვინახავ, გათენებას უნდა შევხვდე...

5 ღერი სიგარეტი... არ მეყოფა, ზუსტად ვიცი, უნდა ვიწვალო, საათზე უნდა ვიყურო სულ...

მუსიკა - რამდენიც გინდა, იმდენი მაქვს. აი მარტო მუსიკა მაქვს საკმარისი. და საქმე. სამუშაო, საწერი, საფიქრალი... 10 გვერდზე მეტი ვერ გავახერხე, კიდევ 15 მელოდება წინ, და ორშაბათს, გალსტუკიანი პრეზენტაციაა.

ხვალაც უნდა ვიჯდე ამ სკამზე, მთელი დღე, და ვწერო, ვიკითხო, ვიფიქრო, ცხვირში ქექვა და მთქნარება, რა თქმა უნდა, კომპლექტშია (ვხუმრობ, არ ვიქექები ცხვირში)...

აზრები მიმოფანტული, მიედ-მოედება ყველაფერს, საქმის გარდა. პეტერბურგში მეპატიჟებიან და მინსკში. არ მივდივარ, არც მცალია, არც მინდა, და არც არანაირი საშუალება არ მაქვს. არც მინდა იმათი ნახვა საერთოდ.

უფ, კიდევ ბევრ ადგილას მეპატიჟებიან, მაგრამ არსად არ წავალ, ზუსტად ვიცით ყველამ. აქ ვარ, აქ, და აქ ვიქნები კიდევ, სანამ თოვლი არ მოვა. მერე ცოტა გავმოძრავდები, ჩრდილოეთი/სამხრეთის დიაგონალზე ვიმოძრავებ, თბილისში შემორბენებით და ტანსაცმლის გარეცხვებით.

მერე ახალი წელიც მოვა... სმა, გაუთავებელი, ხეტიალი, დაუსრულებელი, მეგობრები, ათასი წლის, ისინიც და შენც, და მაინც თითქოს ამდენივე ხნის უნახავი...

მიგროვდება ბევრი რამ, დასაწერი და ბლოგისთვის გასაზიარებელი, მაგრამ თავს ვერ ვაბამ. ფოტოებიც უამრავი მაქვს, და ვერ ვდებ - რამე ხომ უნდა მიაწერო, სულაც ორი სიტყვა...

ვეღარ მოვიცალე, ტემპლეიტის შეცვლა ალბათ უფრო არა, მაგრამ ფერების შეცვლა მინდა. უფრო სწორად მეზარება ფიქრი და ამაზე დროის ხარჯვა. მერე, სათაურში რო ფოტოა, იმას არცერთი ფერის წარწერა არ უხდება და მაგის შეცვლაც მომიწევს, არადა არ მინდა...

და იყოს, მე რას მიშლის... უბრალოდ, თვალი მიეჩვია და მომაბეზრა თავი ამ სტაფილოსფერმა წარწერებმა. რაღაცეები არის ჩვენს ცხოვრებაში, რაც მუდამ უნდა ცვალო ადამიანმა, თორემ გააფრენ. ოღონდ ეს რაღაცეები დეტალებია, წვრილმანები, გარეგნული და ხანდახან შინაგანიც...
მთლიანად, მთელი ცხოვრება არ უნდა შეცვალო, პირიქით, თანამიმდევრული უნდა იყო და მიზანდასახული. თორემ ვერაფერს ვერ მოიგებ, ყველაფერი ქარის მოტანილი გექნება და ქარივე წაგართმევს ერთ მშვნენიერ დღეს...

დიდი ხანია ფიქრებს გავურბოდი. ეს ბლოგი საერთოდ რო გავხსენი (ორი წლის წინ), დეპრესია მქონდა. მერე ნევროზი ავიკიდე. ეხლა დაცლილი ვარ, დაღლილი - არა. დასვენებული ვარ, მძინავს, და მშვიდი აზრები მიტრიალებს თავში მარტო... და მიხარია, რო ცოტა სხვებისთვისაც ვიცლი, ნელ-ნელა დავუმეგობრდი ჩემზე ბევრად უმცროს დას, მგონი აქამდე უბრალოდ და-ძმა ვიყავით. ხალხშიც გამოვჩნდი, სულ სახლში კი არ ვზივარ. რაღაცეები გაკეთდა სახლშიც, შაბათ-კვირას ვუთმობ საყოფაცხოვრებო საქმეებს.

მინდა რამდენი რამე დავწერო კიდევ, მაგრამ აი სიმღერაშიც ისმის: It never stops, and no one's stopping... ხოდა გავჩერდები ეხლა მე, თორემ რატო გწერთ ამ ყველაფერს, მეც არ ვიცი, და თქვენც მაგრად დაიბნევით, ამ ნაბოდვარს რომ წაიკითხავთ :)

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬