პოსტი-პასუხი
არ ვყვები მოდას - მოდა მკიდია, მე თვითონ შევქმნი, თუ დამჭირდება.
არ ვწერ სიყვარულზე - იმიტომ რომ მე ის აქვე მყავს: დიდი, მშვიდი, ლამაზი...
ვწერ სიყვარულივით - ჩუმად, მალულად, მოკლე-მოკლე ფრაზებით - გარეთ ხომ ყველაფერს არ გამოიტან - გულში ვინახავ...
დიახ, იყო დრო, როცა ვეძებდი ნამდვილ მეგობარს - და მე ვიპოვნე კიდეც.
იყო დრო როცა ნამდვილ სიყვარულს ვეძებდი - შორს მივდიოდი, გავრბოდი, ველოდებოდი...
და ვნახე, მივხვდი, რომ აქვე იყო - ყურის ძირში - ნამდვილი ყოველთვის რეალურია, ხელშესახები, ხოლო ის, რაც აბსტრაქტული და იდუმალია - სისულელეა და მეტი არაფერი.
ჩემი თავი ნაპოვნი მყავს, კუთხეშია მომწყვდეული და ვამუშავებ - მარჯვენა ჰუკი, ორი მარცხენა - ცხვირში/ნიკაპში, ერთი აპერკოტი მარჯვნიდან - დიაფრაგმაში, მეორე აპერკოტი მარცხნიდან - ყბაში.
და მზადაა.
ზაფხული მოვა აუცილებლად, შენ ვერასდროს ვერ გააჩერებ მის სვლას - შემოდგომის მერეა ზამთარი, მერე კი ”გა”, და მერე ზაფხული.
სევდიანია, კი, მოწყენილი, კი, უფრო უგებ ამ შემოდგომას - მაგრამ გაივლის ეგ სევდაც და ისევ გაგიხარდება შენ ყველაფერი.

