2006 წლის შემაჯამებელი პოტსი
2007.01.01
ხო, ხო, იმენნა ”პოტსი” და არა პოსტი :)
იმიტომ რომ პახმელიაზე ვარ და მაისურისა და მისი ამხანაგის (ტრუსის) ამარა ვუზივარ ლეპტოპს და ვაწკაპუნებ ღილაკებზე, მეორე ბრაუზერში (სხვათა შორის, ლიცენზირებულ Microsoft Internet Explorer 7.0-ში) გახსნილი მაქვს ინბოქსი და ყოველ წამს ახალ წერილს ველოდები, იმიტომ რომ გაქვავებულ-გაშეშებულ, მაგრამ მაინც უგემრიელეს ხაჭაპურს მივირთმევ, იმიტომ რომ სიგარეტი და ყავაც აქვე მაქვს, და იმიტომ, რომ მინდა რაღაცნაირად შევაჯამო ეს წელი...
მოკლედ, ცდა ბედის მონახევრეაო, არა?
და რა დავწერო ეხლა მე?
ის, რომ ბავშვობის ძმაკაცი გარდამეცვალა? და რომ ნაჩხუბარი ვიყავი მასთან? და რომ დანაშაულის გრძნობა არ მტოვებს? - ეგ რაში გაინტერესებთ, თქვენ არ გეხებათ...
ის, რომ მამაჩემს კინაღამ ინფარქტმა დაარტყა და ისე ვინერვიულე, რომ მეც კინაღამ იგივე მომივიდა?
ის, რომ კიდევ ერთი, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის ჯანმრთელობაზე ვინერვიულე, და საკმაოდ სერიოზულად?
ის, რომ სამსახურში ნერვების გლეჯის, გათენებული ღამეების და მუშაობაში გადაბმული შაბათ-კვირების მეტი არაფერი მახსოვს? ხო, ნუ ხელფასი მომიმატეს წლის დასაწყისში, საერთოდ, დამაწინაურეს - ეს 2006-ის პლიუსებში ჩავწეროთ.
პლიუსებში კიდევ ის ჩავწეროთ, რომ მანქანა ... არა, ეგ 2005-ისაა :)
კიდე ის, რომ ზღვაზე ვერ წავედი, ზღვაზე, რომელიც ასე მეძახდა, ზღვაზე, რომელიც ყველა ჩემი სევდის, დარდისა და ჭმუნვის მესაიდუმლე იყო ყოველთვის... შვებულება არ მქონდა, და იმიტომ. არა, ცოტა მქონდა, მაგრამ მაინც ვეღარ წავედი...
და ის, რომ კიდევ ერთი სადარდებელი, მაგრამ ეხლა უკვე სასიამოვნო - გამიჩნდა? სახლი, აგარაკი, რომელსაც მოვლა უნდა, ჩასვლა, ჩამოსვლა, და რომელსაც ... მოკლედ, ეს პლიუსებში.
და იცით რაა? ყველაზე კარგი, ამ, გასულ, 2006 წელს რაც მომივიდა... ერთი გოგო გავიცანი... :)
კომენტებს ვუთიშავ ამ პოსტს, აი მკიდია :)