ნონსტოპ
როგორც წესი, მუსიკას ვუსმენ ხოლმე, როცა კომპთან ვზივარ და რამის დაწერას ვაპირებ.
მეხმარება, სტიმულს მაძლევს, მახალისებს, მაფხიზლებს, ამაღელვებს.
მიყვარს ფილმები, სადაც კარგი მუსიკაა. აი შეიძლება სულაც არაფერი ხდებოდეს ფილმში, უმარტივესი შინაარსი ქონდეს, მაგრამ კარგი მუსიკით იყოს გაჯერებული - ეს ფილმსაც გაწონებს და მუსიკის მოძებნის წყურვილსაც გიჩენს.
იქექები მერე IMDB-ში, last.fm-ში და მრავალ სხვა საიტზე - რომ მიაგნო იმ ერთ მოწონებულ მელოდიას ან კომპოზიციას.
ზოგიერთი მელოდია აგეკიდება და დიდხანს გრჩება, წებოსავითაა და ვერ იშორებ.
ზოგიერთი ჰანგები კარგად დავიწყებულ ძველს გავს (ან სულაც, არის) და ისევ გახსენდება.
ზოგი კი არაფრად ვარგა და ტყუილად უსმენ. ფაქტიურად აუდიო-ნაგავია.
დაახლოებით 100 GB მუსიკა მაქვს (კომპიუტერში, დისკებზე, აიპოდზე...) - მაგრამ ვერაფერს ვეღარ ვუსმენ. აღარ მაინტერესებს. ყველაფერი ზეპირად ვიცი, თითქოს ამოვწურე - აღარ მაძლევს არაფერს.
არადა, წაშლაც მენანება. ცოდოა ამდენი ემოციის და მოგონების წაშლა. თითოეულ სიმღერას, მელოდიას, შემსრულებელს, ალბომს თავისი დრო აქვს, თავისი განცდა და თავისი მოგონება.
ზოგი იმ დროს მაგონებს, ათასობით კილომეტრის მოშორებით რომ ვიყავი სახლიდან.
ზოგი კი იმ დროს, სახლში რომ მარტო ვიყავი ხოლმე და ზამთრის ცივ ღამეებს ვატარებდი ბუხართან.
ზოგს ცრემლი მოყავს, ზოგს ღიმილი.

