მცივა ❄️
ვერაფრით გავითბე ხელები და თითები... კვირაა, სამსახურში ვარ, საქმე მაქვს და არ თბება ეს ოხერი ოთახი, არაფერი შველის...
არადა, მე ხომ სულ არ ვარ მცივანა... მიყვარს სიგრილე. სითბოც მიყვარს, მაგრამ ზომიერად. ისე არა, ამ ზაფხულს რო ვიყავი, დღეში 50-ჯერ რო ვბანაობდი და 500 მაიკას ვიცვლიდი...
კონდიციონერი არ მაქვს მანქანაში და ეგ ხო კიდე ცალკე ბაზარია...
Shit, i'm freezing...
ადრე, ძალიან ადრე, ბნელი დრო როცა იყო და გპი-ში (ტექნიკურ უნივერსიტეტში) ვმუშაობდი, აი იქ ციოდა, თუ ციოდა... მართლა ხელთათმანებით უნდა მჯდარიყავი, და ცალკე, დამატებითი ქურთუკი უნდა ჩაგეცვა - შენობაში უფრო ციოდა, ვიდრე გარეთ... პირველი კორპუსის ბეტონის კედლებს რა გაათბობდა...
ხოდა ყველაზე მეტად იცით სად მცივა? შიგნით... გულში მცივა. სულში. მაკლია ჩემი შიგთავსი, გამოშიგნულივით ვარ. თითქოს რაღაცა მაკლია.
თითქოს კი არა, მართლაც მაკლია! და არა რაღაც, არამედ ვიღაც მაკლია...
ამიტომაც ცივა. ვერ გავთბები, სანამ ის მაკლია... გინდაც აგვისტო იყოს, მაინც შემცივდება... მარტო მაშინ ვგრძნობ სითბოს, როცა თვალდახუჭული ვწევარ და მასზე ვფიქრობ... და როცა მესიზმრება... და როცა ვხედავ. ხოლო როცა ვეხები...
არა, როცა ვეხები, ეგ უკვე სხვა ბაზარია - კი არ მთბილა, მცხელა... მალე ისევ შევეხები და დამცხება...

