Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

მტკვარი

Updated
1 min read

დღეს ვუყურებდი... დიდხანს. ღამით. ნასვამი. და ვფიქრობდი...

არ გვინდა ვიკიპედიის ოფიციალური, მშრალი ინფორმაცია — ფაქტები, და მეტი არაფერი...

ხოდა რას ვამბობ.

ბინძურია. და სუნიანი. და ბევრია და დიდი. და მაგარია. ყველაფერი იცის ჩვენზე, ამ ქალაქის მაცხოვრებლებზე. მტკვარმა.

მან იცის ის, რა ვჭამეთ. რა დავლიეთ. რა ჩავაყოლეთ უნიტაზში ჩარეცხილ წყალს. რა მოვწიეთ ტუალეტში ჯდომისას. რა ჩავაგდეთ ნაგვის ყუთში. რა გადავაგდეთ ქუჩაში, რაც მერე მას წვიმამ მიუტანა.

მაგრამ, გარდა ამისა, მან იცის, რას ვფიქრობთ. ჩვენი აზრები, შიშები, სურვილები, სიზმრები.
ძველები ამბობდნენ: ცუდ სიზმარს რომ ნახავ, დილით წყალს უნდა გაატანოო. და ჩვენც, ქვეცნობიერად თუ გააზრებულად, ვატანთ. შხაპის მიღებისას ვღიღინებთ, უნიტაზზე ჯდომისას ვფიქრობთ. ეს ყველაფერი წყალს მიყვება და მტკვარში ამოყოფს ხოლმე თავს...

უცნაურია - ბორჯომის ხეობაში მტკვარი რამდენად სუფთაა, მაგრამ უცხოა ჩვენთვის. ხოლო თბილისში კი, ბინძური და ჭუჭყიანი - ჩვენიანია.

და, ამავე დროს, სულ სხვაა. ყოველ წუთს და ყოველ წამს.
ვერასოდეს ვერ შევალთ ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში...

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬