Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

მკითხავი

Updated
2 min read

დღეს მაგარი რამე შემემთხვა.
წვიმდა.
მანქანაში ვიჯექი, თანამშრომელს ველოდებოდი.
ფანჯარა ჩაწეული, სიგარეტი ხელში.
მუსიკა.

- Дай рукууу, пагадаюю! - დაამღერა.
აუ მეთქი ვსიო.
- არ მინდა, შემეშვი.
- არა, ლამაზი ბიჩო ხარ, თუალები გაქ კაი, მოდი გიმკითხაოს...
- არ მინდა, შემეშვი...
- შენ მალე შორს წახვიდე, ამერიკაში წახვიდე, იცი?
გამეცინა. და ჯიბიდან დღეს, თითქმის იმ წამს ნაყიდი ბერლინის ბილეთი დავაძრე - ხო, მივდივარ მალე.
- Ваймэ! Этот правда уезжает!
- Да, правда, правда, отстань!
- არა, ხელი მომო, გითხრას რა ხდება...
- არ მინდა, აჰა შენ ხურდა და შემეშვი.
- აი კაი ბიჩო ხარ, მოდი ისე გიმკითხაო, აი ხელი მომე...
- არ მინდა ხელი! შემეშვი!
კარტი დააძრო.
- გივი ან გიორგი ვინაა? დიდი ბიზნესი გაქ შენ, იმას, მერე ის იმას იზამს და შენ ეტყვი - ე! და ის მერე და შენ და ცოტა ისე, მარა მაინც გამარჯვებული იქნები, ხო იცი შენ, კაი თუალები, გაიმარჯვო შენ!
- არ მაქ ბიზნესი, გივი არ ვიცი - ვიღიმები და სუნისგან შეწუხებული, მეორე სიგარეტს ვუკიდებ. (მიშა მაინც მოვიდეს დროზე, ერთი დაუცაცხანებს და გააგდებს...)
- შენ კაი ბიჩო ხარ, მამაშენს გევხარ (კიდევ კარგი, მითხრა!), მარა ენა სპიჩკასავითა გაქ, ყველა შენი ბრალია.
- რაა?
- ლაპარაკი არ უნდა, საქმე უნდა! დიდი კაცი ხარ, მომავალი დიდი, ლამაზი...
- კარგი, მორჩა, შემეშვი, всё!
- ბიჩო, შენ ჯადო გაგიკეთეს, три года назад, ისი?
- არ გამიკეთეს (რა ჯადო, რის ჯადო?)
- ხო, ალბათ არა, მარა უნდოდა. Старуха она.
- Кто?
- Никто, კაცო, რა ისე მეკითხევი, მე ციგანი კი არ გეგონო! მე სერბიელი ვარ, სოხუმიდან!
...
...
...
...
...
...
...
(ეს პაუზას ნიშნავს)
ეს პაუზა დიდხანს გაგრძელდა.
ჰაარც! - ისე, შეუმჩნევლად, ჩემთვის გავაკეთე - აი სარკეში ჩავიხედე და ისე...
სიგარეტი იწვის, წვიმს, თვალებში ვუყურებ სოხუმელ სერბ ციგან მკითხავს.
რაღა უნდა მეთქვა?

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬