Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

გუშინ, დღეს, ხვალ

Updated
1 min readView as Markdown

ადრე არასოდეს მიყვარდა დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული აჟიოტაჟი.
არ ვიცი, რითი აიხსნება ეს - მძიმე ბავშვობით თუ დუხჭირი თინეიჯერობით, როცა შენი დაბადების დღისთვის არავის ეცალა და ახალი წელიც ერთი ჩვეულებრივი ღამე იყო - ცივი, ბნელი და ნავთის ქურით გალამაზებული.
საჩუქრებს მჩუქნიდნენ 9 წლამდე, სანამ თოვლის ბაბუის მსგავსი რამის მჯეროდა, მერე კი აღარ ჩათვალეს საჭიროდ - გაიზარდა ბავშვიო. არადა, ის ვერ მოიფიქრეს, რომ ახლა უკვე თავისი სახელით ეჩუქებინათ...
მერე რა ხდებოდა, ყველამ იცის: 90-იანები მოსული იყო და თავისი დაუნდობელი გაჭირვებით, შიმშილით, ძმათამკვლელი ომით და ყაჩაღობით შეცვალა ნირი თბილისელების.
90-იანების ბოლოს კი თინეიჯერობაც დასრულდა და ლუკმა პურის საშოვნელ და საგანმანათლებლო ფერხულში ჩავებით - მე და ჩემნაირები, Generation Y-ს უკანასკნელი წარმომადგენლები.
საბოლოოდ ჩამოვყალიბდი უჟმურ, ბრაზიან და დღესასწაულთმოძულე ინდივიდად, რომელსაც უმძიმს დამატებითი ხელოვნური სიხარულის გამოვლინება და არც ესმოდა, კიდევ ერთი ბიოლოგიური წლის მატება როგორ უნდა უხაროდეს ადამიანს.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც სურათი იცვლება - ჩემს გვერდით ისეთი ადამიანი გაჩნდა, რომელმაც დღესასწაულებზე თუ ვერ, მაგრამ აი საჩუქრებზე კი ნამდვილად შემაცვლევინა აზრი: საჩუქრის არსი არა დღესასწაულია, არამედ ყურადღებისა და ზრუნვის გამოხატვა. როდესაც გიყვარს ვინმე, მისთვის არაფერი არ გენანება - და ყოველთვის მზად ხარ სულ მცირედი სიხარულიც კი გაუნაწილო. ეს კი გამოიხატება ყურადღებაში - ამ ადამიანის საჭიროებისა და სურვილების ცოდნა/გამოცნობაში.
დაბოლოს, რამხელა სიხარულია, როცა სხვას ახარებ! ადრე არ მჯეროდა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე :)
დიდი მადლობა ჩემს თოვლის ბებოს :) :-*

1 views

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬