ღმერთმანი
ძირითადად რუსულ ზღაპრებში არის ხოლმე, მთავარი გმირი რომ რაიმე სამი გზის გასაყარზე დგას და თავს იქექავს (ან ცხვირში იქექება) და ფიქრობს - სად წავიდეს.
ქართულ ზღაპრებში ეგრე არაა ხოლმე.
არც ცხოვრებაში.
იარე სულ პირდაპირ.
გადააბიჯე.
წაიქცევი? ადექი!
შეგიშლიან? მოერიე!
უკან გაბრუნებენ? დაიკიდე.
წინ იარე, წინ.
ხო ეს უბრალოდ განწყობის გადმოსაცემად და სივრცის შესავსებად - თორე ობი მოეკიდა ჩემს დღიურს.
მე დავბრუნდი, კარგად ვარ, ქრონიკული სურდო და ერთი ახალი გამოთქმა ავიკიდე, ზაგარი მივიღე, მშვენიერი დრო გავატარე, მეგობრები მომენატრა (ოღონდ ყველა არა), კიდე მინდა ბათუმში იგივე პონტში, მშია, მალე სამსახურიდან გამოვალ...
და აი მერე სად წავიდე? :(
სად? :(
არსად არავინ გელოდება, გ. არავის არ ჭირდები ეხლა ამ წუთას. მერე დაჭირდები - ან ვინმეს დაბადების დღეა და მეგობრებს დაპატიჟებს - შენც მათ შორის. ან ვინმეს საბურავი დაუშვებს და დაგირეკავს - დაჭირდები ლხინში თუ ჭირში.
მაგრამ აი ეხლა, როცა შენ გჭირდება, სად არიან?

