Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

დაზოგვის ეკონომია

Updated
1 min read

ახალგაზრდობაში გავიცანი ერთი კაცი, ეკონომისტი, რომელიც ძალიან ამაყობდა იმით, რომ ყველაფერზე ფულს ზოგავდა. საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობდა, მიუნხენის ერთ–ერთ კვლევით ინსტიტუტში. ეკონომიკისა და ფინანსების განხრით, რა თქმა უნდა.
მახსოვს, ამაყობდა იმით, რომ არ ხმარობდა ოდეკოლონს – წვერის პარსვის მერე. დეზოდორს და დუშ–გელს კი ვყიდულობო, დამამშვიდა, როცა ცოტა გავიკვირვე.
ოდეკოლონის გარდა, ასეთი საინტერესო რამ მითხრა – არასოდეს ვყიდულობ კალმებსა და ფანქრებსო. მაშინ ჯერ კიდევ ის დრო იყო, ბევრი წერა რომ გვიხდებოდა ყველას ფურცელზე.

აბა რას შვები მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა – სამსახურიდან გამომდინარე იმდენ ღონისძიებაზე მიწევს ხოლმე მოხვედრაო, რომ იქ სულ უფასოდ არიგებენ კალმებს და ფანქრებსო. ეს კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, სიმპოზიუმები სულ მაგისთვის არისო – ფანქრები და პასტები მომაქვს ბლომადო. თან, მარტო თავისას კი არ დაავლებდა ხოლმე ხელს, არამედ ყველა სხვა ზედმეტ ფანქარს ჩაიჯიბებდა ხოლმე: სხვების დატოვებულებს, სასტუმროსა თუ ტრენინგ ცენტრში უპატრონოდ დადებული პასტებიც კი ვერ გადაურჩებოდნენ ხოლმე მის რისხვას.

მაშინ გულიანად გამეცინა კიდეც და მეუცნაურა ამ კაცის ასეთი ახირება. დღეს კი დავაკვირდი და ჩემშიც ვიპოვნე ასეთი ჩვევა – ბლოკნოტ–კალენდარ–რვეულები. დიდი ხანია აღარ მიყიდია, სულ სადღაც "მირიგებენ" და მჩუქნიან.

ეხლაც დამჭირდა ახალი ბლოკნოტის ყიდვა – Coursera-ზე დავიწყე ერთ–ერთი სასწავლო კურსის გავლა და სერტიფიკატის ასაღებად ბევრი სამეცადინო მაქვს. დავაპირე საკანცელარიოში წასვლა და ახალი, სპეციალურად სასწავლებლად გამოყოფილი ბლოკნოტის ყიდვა, მაგრამ სამუშაო მაგიდის უჯრაში ვიპოვნე მორიგი ბლოკნოტი – ხელუხლებელი და ცარიელი, რომელიც მშვენივნად გამომადგება.

თან, დავზოგავ 10–15 ან 20–25 ლარს. მერე რა, რომ 2010 წლის ბლოკნოტია :)

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬