Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ამას ეძებენ, ამას...

Updated
1 min read

ანეკდოტი იყო ადრე ესეთი:

ნარკომანი როიალთან ზის და ერთსა და იმავე კლავიშს აჭერს - პამ, პამ, პამ, პამ, პამ...
მეორე ეუბნება - ბიჭო, ეგრე კი არა, აი, ისე უნდა ქნა, ტელევიზორში რო აკეთებენ, ყველას უნდა დააჭირო, ყველასო...
- ეე, შე ჩემა, ნუ მასწავლი, ამას ეძებენ, ამას, ბოიშყოო...

ეგრეა ზუსტად - ვინც იცის, რატომ და რას უნდა ეძებდეს, ეძებს კიდეც და ვერ უპოვნია...
და ვიღაც სხვას კი, ვინც არ იცის, რატომ უნდა ეძებოს, უკვე დიდი ხნის ნაპოვნი აქვს ეგ...

მაგრამ რად გინდა, არ იცის, რაში და როგორ გამოიყენოს...

ვიღაცამ იცის სიმღერა,
მაგრამ არ იცის
რაზე იმღეროს...
მეორემ იცის, რა უნდა,
მაგრამ არ იცის
როგორ იმღეროს...
© 33ა, ნიაზ დიასამიძე

ეგრეა არა?
მაგრამ მე მესამე უკიდურესობაში ვარ - ვეძებ, და რატომ ვეძებ, ეგეც ვიცი... მაგრამ აი რას ?
მჭირდება სულიერი სიმშვიდე და დრო და რავიცი კიდევ რამდენი ათასი რამე...

ყველაზე მეტად მჭირდება უსაქმურობა, რომ ვიჯდე და ვწერო და ვწერო და ვწერო...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

ამას ეძებენ, ამას...