Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

აგვისტოს პირველი დღე

Published
1 min readView as Markdown

ხო, მოვიდა, ასე მშვიდად, წყნარად, გრილად, ოდნავ წვიმიანად, ოდნავ რომ გეძინება, ოდნავ რომ დაიღალე და სულ რომ არ გინდა სახლში წასვლა, ოდნავ ჩქმეტა და ოდნავ პწკენა, ოდნავ გაუგებრობა, ოდნავ ”ნივიჟუ” ოჯახის წევრებისგან, ოდნავ ტვინის ჭამა სხვა ოჯახის წევრებისგან, ოდნავ ლუდი და ოდნავ ყავა, ოდნავ გამთქნარებს, ოდნავ პოეზია, ოდნავ ღიმილი, ოდნავ სიცილი, ოდნავ გაპრანჭვა, ოდნავ დამალვა, ოდნავ ფრაზები, ოდნავ თვალები, ოდნავ ახლოს, ოდნავ მთვრალი, ოდნავ ნაწყენი, ოდნავ დაღვრემილი, ოდნავ ძველი და მეტიც - ახალი, ოდნავ მოწყენილი, ოდნავ მშიერი, ოდნავ ...
სულ ოდნავ...

მახსოვს აგვისტო როგორ მიყვარდა.
არა, ეხლაც მიყვარს.
აი კალენდარულ პონტში მიყვარს აღდგომა (კვირა დღე როა, სუუუულ ცარიელი რომაა თბილისის ქუჩები), მიყვარს პარასკევი - იმიტომ რომ მაგარი კაი ტიპია, და მიყვარს აგვისტო.

და რატო მიყვარს აგვისტო?

რატომაც არა ;)

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬