# Zen 🧘‍♂️

ძენი თუ ზენი.

დზენი - ალბათ ესე გამოითქმის ;)

ეს არის სულიერი მდგომარეობა. სიმშვიდე. Созерцание როგორაა ქართულად?

ესაა გზა პირადი განსხივოსნებისკენ. უფრო სწორად, საკუთარი ბუნების შეცნობისკენ. ძენს ვერავინ შეგასწავლის, შენით უნდა მიხვიდე აქამდე.

ღრმად, შენს შიგნით უნდა ჩაიხედო, და ნახავ - რა ხარ და რისგან შედგები.

უნდა მოეშვა და სამი რამე უნდა გააკეთო:  
1\. საკუთარი გონება გამოაღვიძო  
2\. მყარი შეხედულებებისგან განთავისუფლდე  
3\. შეჩვეულს უნდა გადაეჩვიო

გუშინ დავიჭირე ეს მომენტი. სულ ცოტა ხნით.  
კიდე მოვა.
