# 🔔ზარი 🔕

ეს ზარი კარების გვერდით კი არ იყო დამაგრებული, არამედ ოდნავ მოშორებით.

მომსვლელებმა (ანუ სტუმრებმა) ვერაფრით ვერ დაამუღამეს, რომ უნდა დაერეკათ, და კარზე ბრახუნით აწუხებდნენ მასპინძელსაც, და მეზობლებსაც.

მასპინძელმა გადაწყვიტა, მივაწერ, ეს რომ ზარიაო, თორემ ამ ბრახუნით შემიკლეს ხელშიო...

და მეორე დღესვე ღილაკი მოაძვრეს, იმდენი რეკეს.

ეხლა ისევ აბრახუნებენ.

აი, ასეთია უღილაკო ზარის ისტორია...
