# უსათაურო

ნელ-ნელა ადგა.  
გადახედა.  
ციოდა.  
ხელი გაწია, მაგრამ ბოლო მომენტში აღარ შეეხო, ისე, უბრალოდ - სითბო რომ ეგრძნო...  
იმანაც იგრძნო, მძინარემ წამოიწია, თვითონ მოძებნა.  
შეხება...  
სითბოს სურვილი...  
დაბრუნდა.  
დაჯდა.  
ეხლა უკვე ხელი მოხვია.  
მას კი უკვე გაეღვიძა და განაბულმა ამოხედა...  
შეძვრა ისევ საწოლში...  
კოცნა - გაბმული და ხანგრძლივი და მშიერი, გეგონება, პირველად კოცნიანო ერთმანეთს...
