# უსათაურო

ხანდახან ფერები იცვლება.  
მოდიხარ და ხედავ, როგორ ბაცდება ყველაფერი.

ხანდახან შენ ხარ, ვინც სხვას ფერებს უშლის. ურევს. უფერმკრთალებს. გაუუფერულებს.

ხშირად შენც გხვდება ეგეთი - ვინც მოვა და ერთი ხელის მოსმით (ნუუ, ან რამდენიმე მოსმით) შენს დალაგებულ პალიტრას შლის და ანადგურებს.

რა კარგია, როცა არსებობს ისეთი ხალხიც, რომელიც არაფერში ხელს არ გიშლის.  
პირიქით, გეხმარება. მოგეხმარება.
