# უსათაურო

დღეს დილის 5 საათზე ჭექა-ქუხილმა გაგვაღვიძა.

მაგარმა წვიმამ დაცხო, ელავდა, თითქოს მთელ სვანეთს პასპორტის ფოტოებს უღებენო (აი, ტიტვლებმა რომ გადაიღეს სურათები, პიჯაკებს მერე ჩაგაცმევთო - ეტყობა მაშინაც ეგეთი ამინდი იყო).

დილა სველი იყო, ყველანაირი გაგებით.

გუშინ შიომღვიმეში ვიყავით, ძალიან ლამაზი და მადლიანი ადგილია - მაგრამ მაინც პატარა უსიამოვნება შემემთხვა საღამოს - ეტყობა მთლად სუფთა არ ვარ უფლისა და სინდისის წინაშე.

ამ ბოლო დროს სიზმრებს ვხედავ. ფერადს, ცოცხალს, ისეთს, როგორიც არასოდეს მინახავს.

არადა, ბოლო 5 წელია მგონი არაფერი დამსიზმრებია მალევიჩის შავი კვადრატის გარდა. და აი ეხლა, წელს, ომის მერე - თითქოს შენ გადმომდე სიზმრები, ან უბრალოდ საზრდოს აძლევ ჩემს სიზმრებს.

ნეტა, რას გვეუბნება სიზმრები?
