# თაროებზე შემორჩენილი მტვერი

არის რაღაცა სევდიანი ძველი წიგნების გადარჩევაში.

ზიხარ, ათვალიერებ თაროებს და იცი, რომ ძველები უნდა გადაყარო - შენი ახალი წიგნებისთვის ადგილი რომ მონახო.

ძველებია - რაღაცა კომუნისტური მოთხრობები და რომანები, უკვე არარსებული ქვეყნების დედაქალაქების ფოტოალბომები, უცნობი ხალხის ფოტოები...

ახლები კი - მურაკამი, ჭილაძე...

მაინც ვერ ველევი ბევრ წიგნს - ჩუმად ვინახავ კრილოვს ქართულად და 1963 წლის საეკლესიო კალენდარს.  
ვინ იცის, რაში გამოგვადგეს...
